კალაძე: სექტემბრიდან თბილისის მერია ენდოპროთეზირებას დააფინანსებს

მინდა, საზოგადოებას კიდევ ერთი გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია მივაწოდო. ეს სიახლე იმ ადამიანებს ეხება, ვინც ენდოპროთეზირებას საჭიროებს. აღნიშნული ოპერაცია საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. სექტემბრიდან, თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის სახსრების ენდოპროთეზირების პროგრამას დავიწყებთ. აღნიშნულ ოპერაციას თბილისის მერია დააფინანსებს. ახალი პროგრამა მუხლისა და მენჯ-ბარძაყის ხელოვნური ანალოგით შეცვლის ოპერაციას დააფინანსებს. ამისთვის, ერთი მოქალაქის დასაფინანსებლად 6 000 ლარი იქნება განსაზღვრული, პროგრამის მიმდინარე წლის ბიუჯეტში კი ნახევარი მილიონი ლარი იქნება გათვალისწინებული. დაფინანსება ვაუჩერული სისტემით განხორციელდება. შესაბამისად, მოსარგებლეს სამედიცინო დაწესებულების შერჩევაში თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა ექნება. 

თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.

კომენტარები