საბერძნეთი

ათენის ჩრდილო-დასავლეთით ძლიერი ხანძარია, დაწყებულია მოსახლეობის ევაკუაცია

ათენი, 18 ივლისი, 2023.
AP

ათენის ჩრდილო-დასავლეთში გაჩენილმა ხანძარმა სახლები, მანქანები და ინფრასტრუქტურა გაანადგურა. სამაშველო ჯგუფები ხანძრის ჩაქრობას მესამე დღეა ცდილობენ, თუმცა ძლიერი ქარი ახალ კერებს ქმნის.

18 ივლისის საღამოს ინფორმაციით, ხანძარი დაახლოებით 8 კილომეტრზე გავრცელდა. ხელისუფლებამ ხანძრის მახლობლად მცხოვრები 300-მდე ადამიანის ევაკუაცია შეძლო.

საბერძნეთის დასახმარებლად, ევროკავშირი დამატებით რესურსებს გზავნის. კერძოდ, იტალიამ და საფრანგეთმა ათენში 4 სახანძრო თვითმფრინავი უკვე გაგზავნეს. ისინი შეუერთდებიან 30 რუმინელ მეხანძრეს, რომლებიც უკვე ათენში არიან.

ხანძრის მასშტაბურობის გამო ბერძენ მაღალჩინოსნებს საზღვარგარეთ ვიზიტების გაუქმება მოუწიათ. მათ შორის, საბერძნეთის პრემიერმინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა ბრიუსელში ვიზიტი შეაჩერა და ათენში დაბრუნდა, რათა შეხვედროდა სახანძრო სამსახურსა და სამოქალაქო დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელებს.

კომენტარები