საქართველოს ეროვნული ბანკი

IMF-მა საქართველოსთვის მხარდამჭერი პროგრამის მეორე ნაწილის საკითხზე განხილვა გადადო

www.thehindu.com

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) საქართველოსთვის მხარდამჭერი პროგრამის, რომელიც სულ 289 მილიონი აშშ დოლარის სესხს ითვალისწინებს, მეორე ნაწილის განხილვა გადადო. სავალუტო ფონდის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას სააგენტო Fitch Ratings აქვეყნებს. 

პროგრამის პირველი ნაწილი 2022 წელს განხორციელდა და საქართველომ 40 მილიონი აშშ დოლარი უკვე აითვისა

პროგრამა საქართველოს მიკროეკონომიკური გარემოს დასტაბილურებისა და რუსეთ-უკრაინის ომით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების დასაძლევად ამოქმედდა. 

2023 წლის მაისში საქართველოსა და სავალუტო ფონდის წარმომადგენლებს შორის პროგრამის მეორე ნაწილზე განხილვის შესახებ შეთანხმება შედგა.

სააგენტო Fitch Ratings-ის 14 ივლისის მიმოხილვაში წერია, რომ პროგრამის მეორე ნაწილის განხილვა, სავარაუდოდ, გადაიდო.

განხილვის გადადება საერთაშორისო სავალუტო ფონდში დაუდასტურეს გამოცემა BMG-ის.

კომენტარები