კონკრეტულად რომელ პოლიტიკურ ძალებთან გავერთიანდებით, ჯერჯერობით, ამაზე პასუხს ვერ გეტყვით. მაგრამ, შემიძლია დავადასტურო, რომ სტრატეგია აღმაშენებელთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და აქტიურ ფაზაშია. ზოგადად, სტრატეგიულ ერთიანობაზე ჩვენ აქცენტს მუდმივად ვაკეთებთ და ყველა პროდასავლურ, ეროვნულ პოლიტიკურ ძალას მოვუწოდებთ იმისთვის, რომ ერთად ჩავერთოთ მნიშვნელოვანი, ფუნდამენტური მიმართულებებით - ერთიანობაზეა საუბარი და არა საარჩევნო სიის გაერთიანებაზე [...] საუბარია ისეთ ერთიანობაზე, როგორიც, თუნდაც, მარტის აქციების დროს იყო [...] პარტიაში საერთოდ არ დასმულა საკითხი არც საარჩევნო სიასთან და არც პრემიერმინისტრობის კანდიდატურასთან დაკავშირებით.
tbl.ge/6g0x
დაკოპირდა

თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობაენმირაკლი ფავლენიშვილისტრატეგია აღმაშენებელიოპოზიციური ერთობაოპოზიციური ერთიანობა
ამავე თემაზე
- ოპოზიციურ გაერთიანებაში სააკაშვილი ითამაშებს უმთავრეს როლს - ცისკარიშვილი მელიას
- ენმ: წულუკიანის ღალატის კომისიის დასკვნას რუსეთი გამოიყენებს
- ხაბეიშვილი ზურაბიშვილზე: უნდა ვუთხრათ სალომეს, რომ ცოტა აზრზე მოვიდეს
- ხაბეიშვილი: ზურაბიშვილი არც აქტუალურია ჩემთვის, არც საინტერესო – აღარ არის პრეზიდენტი
- მელია: პარტიაში, როგორც შპს-ში, მენეჯერების დანიშვნა და მერე გადანიშვნა რუსული ყაიდაა




