საქართველო-NATO

ბოკერია აუსტრევიჩიუსზე: ოცნება დაუპირისპირდა იმ ხალხს, ვინც საქართველოს სჭირდება

გიგა ბოკერია
ტაბულა

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ეხმიანება ევროპარლამენტარ პეტრას აუსტრევიჩიუსის პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილზე გაკეთებულ განცხადებას და აღნიშნავს, რომ აუსტრევიჩუსი ყველა ეტაპზე საქართველოს NATO-ში გაწევრიანების, ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის აქტიური მხარდამჭერი იყო.

"ჩვენი პრობლემა დღეს ის არის, რომ ყველა ადამიანის მიმართ, ვისაც აქვს ფუნდამენტური ინტერესი საქართველოს მხარდაჭერისა NATO-ში ინტეგრაციის, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხში – იქ დაბადეს კონფლიქტი. იმ ხალხს დაუპირსპირდნენ, ვინც საქართველოს სჭირდება ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად. ეგ არის ივანიშვილის რეჟიმის არსი, რომ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების საქმეს სწირავენ ქვეყნის ეროვნულ ინტერესს და ქვეყნის უსაფრთხოებას". – ამბობს გიგა ბოკერია.

"ბევრი უნდა ისწავლო, ნაკლები იოცნებო" – ასე გამოეხმაურა ევროპარლამენტარი, ევროპის განახლების ჯგუფის წევრი, პეტრას აუსტრევიჩიუსი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვებს – "უკრაინამ რუსეთი თუ დაამარცხა, NATO-ს წევრობა რაღა საჭიროა?!".

კომენტარები