ჩინეთი-ევროკავშირი

ჩინეთი: ევროკავშირმა უნდა "განმარტოს" პოზიცია სტრატეგიულ ურთიერთობებთან დაკავშირებით

ჩინეთის საგარეო საქმეთა ცენტრალური კომისიის დირექტორი ვანგ ი
AFP/Getty Images

ჩინეთის საგარეო საქმეთა ცენტრალური კომისიის ოფისის დირექტორმა, ვანგ იმ საგარეო საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელს მიმართა, რომ ალიანსმა ორ მხარეს შორის ურთიერთობის თავისი ხედვა ცხადად უნდა "განმარტოს".

ვანგ ი ბორელს 14 ივლისს ჯაკარტაში შეხვდა. შეხვედრა შედგა მას შემდეგ, რაც ორი კვირით ადრე ევროკავშირის ლიდერები ჩინეთთან რისკების დეესკალაციაზე შეთანხმდნენ.

"ევროკავშირის მხარემ უნდა განმარტოს სტრატეგიული პარტნიორობის პოზიციები ორ მხარეს შორის და ხელი შეუწყოს ჩინეთ-ევროკავშირის ურთიერთობებს.

ეს არ უნდა იყოს მერყევი, მითუმეტეს ისეთი კომენტარებისა და ქმედებების წამახალისებელი, რომელიც დროში უკან დაგვაბრუნებს". - ამბობს ვანგ ი. 

ბორელმა ვანგ ისთან შეხვედრის შემდეგ Twitter-ზე დაწერა, რომ შეხვედრისას მან გამოხატა ევროკავშირის მოლოდინები, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომში ჩინეთს, როგორც ერთგვარ მედიატორს ეკისრება. ასევე, ბორელის თქმით, მაღალჩინოსნები შეეხნენ ტაივანის სრუტეში სტაბილურობისა და სტატუს კვოს შენარჩუნების საკითხს.

აპრილში ბორელს COVID-19-ის დადასტურების გამო ჩინეთში ვიზიტის გადადება მოუწია. გასულ კვირას, ჩინეთმა ბორელის დანიშნული ვიზიტი გააუქმა. ევროკავშირის სპიკერის ცნობით, ვიზიტის გაუქმების მიზეზი უცნობია. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ვიზიტის გაუქმების მიზეზებზე საუბარზე უარი თქვა, თუმცა აღნიშნა, რომ იმედი აქვს ვიზიტი მოგვიანებით იქნება შესაძლებელი. 

კომენტარები