რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის მტკიცებით, ვორონეჟისა და კურსკის ოლქებზე დრონებით იერიში მიიტანეს

უკრაინელი სამხედრო უკრაინული წარმოების Leleka-100-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით; უკრაინა, ხერსონი, 2022 წლის ოქტომბერი.
Heidi Levine for The Washington Post

რუსეთის ვორონეჟის ოლქის გუბერნატორი საკუთარ ტელეგრამ-არხზე წერს, რომ, გასულ ღამეს, 13 ივლისს რეგიონში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალებმა სამი დრონი ჩამოაგდეს.

გუბერნატორის მტკიცებით, შემთხვევის შედეგად არავინ და არაფერი დაშავებულა.

ამას გარდა, კურსკის ოლქის გუბერნატორი, რომან სტაროვოიტი წერს, რომ ერთი უპილოტო საფრენი აპარატი ქალაქ კურჩატოვშიც ჩამოვარდა. მისი მტკიცებით, დაზიანდა მრავალსართულიანი სახლი და ზიანი არანაირ კრიტიკულ ინფრასტრუქტურას არ მიადგა.

"ჩვენ გვყავს შინაგანი ქვედანაყოფი, რომელიც დაკავებულია უპილოტო საფრენი აპარატებით. ვმონაწილეობთ სხვადასხვა სპეცოპერაციებში, მათ შორის რუსეთის ტერიტორიაზე. რამდენად შორს მივფრინავთ, რა თქმა უნდა, ამის თქმა არ შემიძლია". – ინტერვიუ უკრაინის მხარეს მებრძოლი რუსული მოხალისეთა კორპუსის შტაბის მეთაურთან.

კომენტარები