უკრაინა-ისრაელი

ზელენსკი: ნეთანიაჰუ უკრაინაში დავპატიჟე, თუმცა არ ჩამოვიდა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით,  მან უკრაინაში ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ დაპატიჟა, თუმცა, ნეთანიაჰუ უკრაინაში არ ჩავიდა. ამის შესახებ ზელენსკიმ NATO-ს სამიტზე ყოფნის დროს მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა ცდილობს ისრაელთან მნიშვნელოვანი ისტორიული კავშირების შენარჩუნებას.

"უკრაინა მართლაც დაინტერესებულია მნიშვნელოვანი, ისტორიული და ახლო კავშირების შენარჩუნებით ჩვენ ქვეყნებს შორის. სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ გვაქვს არანაირი შედეგი". – ამბობს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ნეთანიაჰუს გარდა მან უკრაინაში ისრაელის ორი ყოფილი პრემიერმინისტრი, ნაფტალი ბენეტი და იაირ ლაპიდიც დაპატიჟა, თუმცა უკრაინაში არცერთი არ ჩავიდა. 

"ბატონი ნეთანიაჰუ კიევში იყო დაპატიჟებული. მე ის და ისრაელის სხვა ორი ყოფილი პრემიერმინისტრიც დავპატიჟე უკრაინაში. ჯერ-ჯერობით, პრემიერმინისტრები იცვლებიან, თუმცა შედეგი იგივეა". – თქვა ზელენსკიმ. 

კომენტარები