Bloomberg-ის ინფორმაციით, ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშილის ქონებამ ივლისში ბოლო 10 წლის განმავლობაში მაქსიმალურ მაჩვენებელს მიაღწია. გამოცემის ცნობით, ამჟამად ივანიშვილის ქონება 6.2 მილიარდი დოლარია, ხოლო 10 წლის აბსოლუტურ მაქსიმუმს, 6.25 მილიარდ დოლარს 5 ივლისს მიაღწია.
ივანიშვილი Bloomberg-ის მილიარდერების სიაში 411-ე ადგილს იკავებს. გამოცემის ცნობით, ივანიშვილის ქონებაში შედის 1 მილიარდი დოლარის ღირებულებების ხელოვნების ნიმუშები, 45 მილიონი დოლარის ღირებულის უძრავი ქონება და 5.15 მილიარდი დოლარის ფინანსური აქტივები.
ბიძინა ივანიშვილის ქონება ამჟამინდელ მაჩვენებელს 2013 წელს აჭარბებდა. Bloomberg-ი ივანიშვილზე წერს იმ ფაქტით იწყებს, რომ მას ერთ-ერთ სახლში პირადი ზოოპარკი აქვს.