რუსეთი - ირანი

სპარსეთის ყურის სადავო კუნძულების საკითხზე ირანში რუსეთის ელჩი ალექსეი დედოვი დაიბარეს

Reuters-ის ცნობით, სპარსეთის ყურეში სამი სადავო კუნძულის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი ირანში ალექსეი დედოვი დაიბარეს

10 ივლისს რუსეთმა და ყურის თანამშრომლობის საბჭომ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც არაბეთის გაერთიანებული ემირატების ინიციატივის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს. არაბეთის გაერთიანებული ემირატების ინიციატივით ყურის კუნძულების საკითხზე მშვიდობიანი შეთანხმების მისაღწევად საჭიროა ორმხრივი მოლაპარაკებები ან მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს ჩარევა.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნასერ კანაანმა დაგმო რუსეთის წარმომადგენლების განცხადება და თქვა, რომ სამი კუნძული ყოველთვის ირანის შემადგენლობაში იქნება. 

სპარსეთის ყურეში მდებარე კუნძულები აბუ მუსა და დიდი და პატარა ტუნბის სადავოა ირანსა და არაბეთის გაერთიანებულ ემირატებს შორის. 1971 წელს კუნძულებს ირანი აკონტროლებს. 

კომენტარები