პირდაპირ გეტყვით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართველებს დიდი შეურაცხყოფა მოგვაყენა, რომელმაც, ფაქტობრივად, ჩვენი ელჩი უკრაინიდან დაითხოვა. მანამდე, აქედანაც ელჩი გაიწვია. მისგან ეს არ გამიკვირდება. იცით, რატომ? ის უკრაინის პრეზიდენტია და ცდილობს, რომ მისი ქვეყანა უფრო წარმატებული და ძლიერი იყოს. ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ძალიან სწორი შეფასება გააკეთეს [...] ბევრმა სწორი დასკვნა გააკეთა, რომ ეს არ მოიწონა. ერი რომ ომშია და იმ ქვეყნის პრეზიდენტი ხარ, პირველ რიგში კაცობა უნდა გქონდეს, ძლიერი კაცობა - პატარა კაცი არ უნდა იყო [...] დადგნენ ჩვენთან და ზელენსკის მხარე დაიჭირეს. შენ თუ ქართველი ხარ და საქართველო გიყვარს, როგორ შეიძლება, ვიღაცის, თუნდაც ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტის მხარე დაიჭირო, რომელიც არასწორად გექცევა. ვინ ხარ? ვინ ხარ და ქვეყნისა და ღმერთის მოღალატე ხარ [...] ქართველები არ ვიმსახურებთ იმას, რომ ვინმე ასე გვეპყრობოდეს - თუნდაც ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი იყოს.
tbl.ge/6fun
დაკოპირდა

ბოდბის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი, მეუფე იაკობი ქადაგების დროს უკრაინის მიერ საქართველოს ელჩის დაბარებას გამოეხმაურა.
ამავე თემაზე
- მეუფე იაკობი: ომში რომ არ ვართ, ღმერთის საჩუქარია
- მეუფე იაკობი: ხელისუფლება უნდა მიხვდეს, ეკლესიასთან ერთად გადადგას ნაბიჯი, რომ ერი შერიგდეს
- მეუფე იაკობი: მთავრობამ და ეკლესიამ ერთად დავუძახოთ, მოვითხოვოთ, რომ შერიგებისკენ წავიდეთ
- მეუფე იაკობი: ახალგაზრდები რატომ არიან ციხეში?! იმიტომ, რომ ევროპარლამენტში რაღაცა იყვირონ
- მეუფე იაკობი: პატიმრები რამ გამოიწვია? იქნებოდა პატიმრები, უაზრო ბრძოლა რომ არ დაგეწყო?




