აქედან ჩანს ვისი კარნახით შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია და რა იყო ამ შეწყალების მიზანი, რატომ უკარნახეს პრეზიდენტს, რომ მას უნდა შეეწყალებინა გვარამია. მთავარი მიზანი იყო, რა თქმა უნდა პოლარიზაცია, გვარამიას განცხადებებიც არის ამის დასტური. შეწყალების მთავარი მიზანი იყო პოლარიზაციის გაღვივება, ამას ვერ ახერხებდნენ არსებული პოლიტიკური შემადგენლობით, ოპოზიციის შემადგენლობას ვგულისხმობ და სწორედ იმისთვის, რომ უფრო მეტად გაეღვივებინათ პოლარიზაცია, შეაწყალებინეს სალომე ზურაბიშვილის გვარამია. ეს არის ძალიან ცუდი, ძალიან ცუდი, იმიტომ რომ ჩანს, ვიღაცები არ იშლიან თავისას. მათ სურთ პოლარიზაცია, ჩვენი მიზანია ქვეყანაში სიმშვიდის შენარჩუნება.
საქართველოს პარლამენტი
კობახიძე ევროპარლამენტზე: პოლარიზაციის გასაღრმავებლად ზურაბიშვილს გვარამია შეაწყალებინეს
tbl.ge/6fs5
დაკოპირდა

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ნიკა გვარამიას ევროპარლამენტში ვიზიტთან დაკავშირებით.
საქართველო-ევროკავშირის ურთერთობებიირაკლი კობახიძენიკა გვარამიასალომე ზურაბიშვილისაქართველოს პარლამენტი
ამავე თემაზე
- შეიქმნება სამსახური, რომელიც გზაზე პირუტყვის გადასვლის პრევენციასაც უზრუნველყოფს
- საპარლამენტო დელეგაცია პაპ ლეო XIV-ს და კარდინალ პიეტრო პაროლინის შეხვდა - პრესსამსახური
- კობახიძის მოსმენაზე, 26 ნოემბერს, პარლამენტში ვიზიტორებს და ონლაინმედიას არ შეუშვებენ
- კობახიძის მოხსენების გამო, 27 ივნისს პარლამენტში ვიზიტორებს და ონლაინმედიას არ შეუშვებენ
- სხდომაზე პაპუაშვილი მოხსენებით წარსდგება, ონლაინ მედიას პარლამენტში ისევ არ შეუშვებენ




