NATO

NATO-მ რუსეთის შესაძლო თავდასხმის წინააღმდეგ თავდაცვის გეგმა დაამტკიცა – Reuters

NATO-მ რუსეთის ფედერაციის შესაძლო თავდასხმის წინააღმდეგ თავდაცვის გეგმა დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო, Reuters-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს

როგორც სააგენტო წერს, ალიანსი ათწლეულების მანძილზე ფართომასშტაბიანი თავდაცვის გეგმების საჭიროებას ვერ ხედავდა, რადგან ავღანეთსა და ერაყში მცირე მასშტაბის ომებში იყო ჩართული, ამასთან, მიიჩნევდა, რომ პოსტსაბჭოთა რუსეთი მისთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს არ წარმოადგენდა. 

თურქეთი NATO-ს თავდაცვის გეგმის დამტკიცებას გეოგრაფიული ადგილების (მაგალითად, კვიპროსი) ფორმულირების გამო ბლოკავდა. თუმცა, როგორც Reuters-ი წერს, თურქეთს კომპრომისზე წასვლა და პოზიციის გადახედვა მოუწია. 

კომენტარები