პოლონეთი

პოლონეთში რუსი ჯაშუში დააკავეს

Kacper Pempel (Reuters)

პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, მარიუშ კამინსკის ცნობით, რუსული ჯაშუშური ქსელის კიდევ ერთი წევრი დააკავეს.

ამ დრომდე პოლონეთში სულ დაკავებულია რუსული ქსელის 15 ჯაშუში. პოლონეთში აცხადებენ, რომ უკრაინაში ომის დროს, ევროპაში რუსული ჯაშუშური ქსელების მთავარი სამიზნე პოლონეთი გახდა.

მარიუშ კამინსკი Twitter-ზე წერს, რომ დაკავებული ჯაშუში უთვალთვალებდა და აკვირდებოდა სამხედრო ინფრასტრუქტურასა და საზღვაო პორტებს და ის ანაზღაურებას იღებდა რუსებისგან. Reuters-ის ცნობით, პროკურორებმა განაცხადეს, რომ დაკავებული პირი არის უკრაინის მოქალაქე, რომელიც 2019 წლიდან პოლონეთში იმყოფება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

კომენტარები