რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რამზან კადიროვის თქმით, "ახმატის" ბატალიონი ბახმუტის ფრონტზე გადაისროლეს

უკრაინელი სამხედროები ტანკზე. სამხედროები მიდიან ბახმუტის მიმართულებით. 2023 წლის მარტი.
Daniel Berehulak/The New York Times

ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის თქმით, ახმატის ბატალიონი ბახმუტის ფრონტზე გადაისროლეს და ისინი ახლა კლიშჩიივკაში იბრძვიან. ამის შესახებ კადიროვი ტელეგრამ-არხზე წერს

"ახმატის სპეცრაზმი აფტა ალაუდინოვის მეთაურობით სპეცოპერაციის სარდლობამ გადაიყვანა ბახმუტის რთულ მიმართულებაზე. ასეთი განთავსება მოწმობს გენერალური შტაბის ნდობასა და ქვედანაყოფის მაღალ საბრძოლო შესაძლებლობებს". - წერს კადიროვი. 

6 ივლისს უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის წარმომადგენელმა, სერჰიი ჩერევატიმ აღნიშნა, რომ მძიმე ბრძოლები გრძელდებოდა კლიშჩიივკას მახლობლად ბახმუტის ფრონტზე.

7 ივლისს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენელმა, ანდრიი კოვალოვმა აღნიშნა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა მიაღწიეს ნაწილობრივ წარმატებას და ამაგრებდნენ პოზიციებს ბახმუტის ფრონტზე კლიშჩიივკას რაიონში, პარალელურად კი მძიმე ბრძოლები გრძელდებოდა. 

პრიგოჟინმა 20 მაისს განაცხადა, რომ მისმა ძალებმა ქალაქი ბახმუტი სრულად დაიკავეს ვაგნერის დამფუძნებლის თქმით, მისი ძალები ქალაქს 25 მაისამდე გაამაგრებენ, შემდეგ კი პოზიციებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ძალებს გადასცემენ და წავლენ დასასვენებლად და გადასამზადებლად, მანამ, სანამ ქვეყანას ხელახლა არ "დასჭირდებიან".

კერძო სამხედრო კომპანია, ვაგნერის დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა 20 მაისს განაცხადა, რომ მისმა ძალებმა ქალაქი ბახმუტი სრულად დაიკავეს ვაგნერის დამფუძნებლის თქმით, მისი ძალები ქალაქს 25 მაისამდე გაამაგრებდნენ, რის შემდეგაც მათ ბახმუტის დატოვება დაიწყეს. 

კომენტარები