"პოლიცია სადღაც შუა გზაზე გვტოვებდა" – Tbilisi Pride-ის წევრი

Tbilisi Pride-ის პროექტების მენეჯერის, ანა თავაძის თქმით, პოლიცია ევაკუაციისას ფესტივალის მონაწილეებს "გაურკვეველ ტერიტორიაზე ტოვებდა". 

"წარმოუდგენელი ამბავი ხდება, ხალხო!! პოლიციამ თავისივე მარშრუტკა გააჩერა სადღაც მინდორზე, აქ ჩამოსვითო. ვიჩხუბეთ და გაგვაგრძელებინეს გზა, მაგრამ სადღაც შუა გზაზე გვტოვებდნენ". - წერს Facebook-ზე ანა თავაძე. 

ტერიტორიის ევაკუაციის შესახებ განცხადება Tbilisi Pride-მა გაავრცელა. მათი თქმით, სამართალდამცავებმა ტერიტორიის დაცვა ვერ შეძლეს. 

დღეს, 8 ივლისს დილიდან ქოც-ორკებმა პრაიდფესტივალის გასაპროტესტებლად შეკრება დაიწყეს და ფესტივალის ტერიტორიისკენ დაიძრნენ. ძალადობრივი ჯგუფის რამდენიმე წევრი პოლიციამ დააკავა. იქ მყოფი მედიის ცნობით, ევაკუაციამდე ტერიტორიაზე დამატებით გამოჩნდა პოლიცია ხელკეთებითა და ფარებით.  

8 ივლისს Lisi Wonderland-ში Tbilisi Pride Fest 2023-ი იყო დაგეგმილი. ორგანიზატორების თქმით, ფესტივალი თანასწორობისთვის, ხილვადობისთვის, თავისუფლებისა და სიყვარულისთვის ბრძოლის ნაწილი უნდა ყოფილიყო. 

კომენტარები