აფეთქება

თერჯოლა-ზესტაფონის გზაზე, სავარაუდოდ, ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა

ფორმულა

თერჯოლა-ზესტაფონის გზაზე აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ბენზინგასამართ სადგურზე გაჩნდა, რამაც აფეთქება გამოიწვია.  

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ტაბულა საგანგებო სიტუაციების სამსახურს დაუკავშირდა - პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 

განახლება - ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქებისას ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. დაშავებული ხელოსანია, რომელიც თხევადი აირის ავზის შესაკეთებლად მუშაობდა. 

კომენტარები