რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლვოვზე რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 30-ზე მეტი დაშავდა

Українська правда 

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსეთმა დასავლეთ უკრაინის ქალაქ ლვოვში საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო იერიში მიიტანა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 4 ადამიანი დაიღუპა.  

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, იგორ კლიმენკოს ინფორმაციით, დაშავებულია 32 ადამიანი. მისივე თქმით, ეს იყო "ერთ-ერთი ყველაზე დიდი თავდასხმა" ქალაქის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე.

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინას "ხელშესახები" პასუხი იქნება "რუსი ტერორისტების" მიერ განხორციელებულ თავდასხმაზე.

რუსეთის სამხედრო ძალებს აღნიშნულ თავდასხმაზე ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

გარდა ამისა, როგორც კლიმენკო ტელეგრამ-არხზე წერს, საცხოვრებელი კორპუსიდან, სულ მცირე, 7 ადამიანი გამოიყვანეს. ამან ასევე დასძინა, რომ შესაძლოა ნანგრევების ქვეშ კიდევ უფრო მეტი ადამიანი იყოს მოყოლილი. ამიტომ სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. 

ლვოვის მერმა, ანდრეი სადოვიიმ განაცხადა, რომ 60-მდე სახლი სერიოზულადაა დაზიანებული, ხოლო რამდენიმე შენობის სახურავი ჩამოინგრა. მისივე თქმით, დაზიანებულია სკოლისა და პოლიტექნიკური უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელი.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა სარაკეტო იერიში შავი ზღვის მიმდებარე ტერიტორიიდან მიიტანა. 

ტელეგრამ-არხზე უკრაინის შეიარაღებული ძალები წერს, რომ "ათკალიბრიანი საკრუიზო რაკეტიდან შვიდი" ჩამოაგდეს, მაგრამ ერთმა რაკეტამ "კურსი დასავლეთის მიმართულებისკენ შეიცვალა და ლვოვში ჩამოვარდა". 

მიუხედავად იმისა, რომ ლვოვი დასავლეთ უკრაინაშია – სამხრეთ და აღმოსავლეთ უკრაინის ფრონტის ხაზებიდან შედარებით შორს – რუსეთს მასზე სარაკეტო იერიში აქამდეც მიუტანია. 

გასულ თვეში ლვოვის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ოკუპანტებმა კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. 

კომენტარები