მთავარი არხი

მთავარი არხი: ჩვენს გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ და მიკროფონი დაუზიანეს

მთავარი არხის ინფორმაციით, მათ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ და მიკროგონი დაუზიანეს. 

შემთხვევა მახინჯაურში, ხელვაჩაურის ყოფილი მერის, ჯუმბერ ვარდანიძის სახლთან მოხდა - მთავარი არხის ინფორმაციით, თავდამსხმელი, სავარაუდოდ, ვარდანიძის ახლობელია. 

ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ უგდებს უცნობი პირი ჟურნალისტს მიკრფონს და ეუბნება - "მოშირდით აქაურობას, რატომ დგახართ აქ". 

კომენტარები