საქართველო-ევროკავშირი

ბოკერია: თუ ამ ფონზე სტატუსს მივიღებთ, EU-სთან და NATO-ს წევრობასთან ვერ დაგვაახლოვებს

რა საუბარი უნდა იყოს დასავლურ წიაღში დაბრუნებაზე, როდესაც ქვეყანაში რეჟიმის მიერ დაკვეთილი პოლიტიკური ძალადობის მთელი ტალღა გვაქვს - ბერძენიშვილის, მიშა მშვილდაძის, ზურაბ ჯაფარიძის ამბები და ამ პუტინისტური გზავნილების ზოგადი სულისკვეთება, დასავლეთთან, ევროპასთან და შეერთებულ შტატებთან ღია დაპირისპირება. 

თუ ამ ფონზე ჩვენ კანდიდატის სტატუსს მივიღებთ, მივიღებთ არა დემოკრატიული პროგრესის შედეგად, არამედ გეოპოლიტიკური მოსაზრებებით, ივანიშვილის რეჟიმის საქციელის მიუხედავად. ოღონდ, მაშინაც უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ვერ გვშველის და ვერ გაგვიყვანს თავისუფლების სამშვიდობოს და ვერ დაგვაახლოვებს ვერც NATO-ს წევრობასთან, და ვერც ევროკავშირთან, სანამ ამ რეჟიმს არ შევცვლით.

ამბობს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია. 

კომენტარები