ოკუპირებული აფხაზეთი

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი სეპარატისტულ ჩრდილოეთ კვიპროსში ჩავიდა

ინალ არძინბა ჩრდილოეთ კვიპროსში

2 ივლისს ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი სეპარატისტულ ჩრდილოეთ კვიპროსში ჩავიდა.

მარიონეტების თქმით, ეს "სამუშაო ვიზიტია".

ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედ მედიებთან ამბობს, რომ შეისწავლიან ჩრდილოეთ კვიპროსთან ინვესტიციურ-ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობას.

არძინბას თან ახლდა რუსი სენატორი არხანგელსკის ოლქიდან, ალექსანდრ ნეკრასოვი, რომლის მტკიცებითაც, "აფხაზეთის რესპუბლიკა ბევრად უფრო პერსპექტიულად გამოიყურება ტურისტებისა და პერსპექტივის თვალსაზრისით".

აქამდე არძინბა თურქეთში იმყოფებოდა. 

ჩრდილოეთ კვიპროსი არის 1974 წლიდან არსებული სეპარატისტული რეგიონი, რომლის დამოუკიდებლობაც მხოლოდ თურქეთს აქვს აღიარებული. საერთაშორისოდ, ეს რეგიონი კვიპროსის რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიად ითვლება. ე.წ. ჩრდილოეთ კვიპროსის რესპუბლიკა პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო თვალსაზრისით თურქეთზეა დამოკიდებული. 

კომენტარები