საქართველოს რკინიგზა

რკინიგზა: მეწყრის გამო 1 ივლისის ყველა რეისი გაუქმებულია

საქართველოს რკინიგზა

საქართველოს რკინიგზის განცხადებით, სადგურ მარელისთან ჩამოწოლილი მეწყრის გამო 1 ივლისის ყველა რეისი გაუქმებულია.

"სადგურ მარელისთან ჩამოწოლილ მეწყერთან დაკავშირებით ჯერჯერობით წინასწარი გეოლოგიური დასკვნები არ გაკეთებულა. შესაბამისად, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნებისათვის დღეს მატარებლების ყველა რეისი გაუქმებულია. მგზავრობის გადახდილი საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ.

2 ივლისის რეისებთან დაკავშირებით, ინფორმაციას დამატებით მოგაწვდით". – ნათქვამია რკინიგზის განცხადებაში.

უამინდობის გამო დასავლეთიდან მოძრავ მატარებლებს პრობლემა შეექმნა 29 ივნისსაც.

კომენტარები