რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

CIA-ის დირექტორმა უკრაინაში საიდუმლო ვიზიტისას ომის დასრულების გეგმა მოისმინა – WP

Tom Williams/Pool/Reuters

The Washington Post-ის ინფორმაციით,  აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA-ს) დირექტორი, უილიამ ბარნსი ამ თვის დასაწყისში უკრაინაში საიდუმლო ვიზიტით იმყოფებოდა. 

წყაროს ცნობით, ვიზიტისას უკრაინის ოფიციალურმა პირებმა აღნიშნეს, რომ აქვთ სტრატეგია დაიბრუნონ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები და წლის ბოლომდე დაიწყონ მოსკოვთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები. 

ბარნსის ვიზიტი, რომელიც აქამდე ცნობილი არ იყო, მოიცავდა შეხვედრებს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და უკრაინის დაზვერვის მაღალჩინოსნებთან. 

WP წერს, რომ შემოდგომისთვის მზადებისას ზელენსკიმ და მთავარმა თანაშემწეებმა დაიწყეს ფიქრი იმაზე, თუ როგორ შეიძლება კიევმა აიძულოს რუსეთს შეწყვიტოს ომი უკრაინელი ხალხისთვის მისაღები პირობებით.

გამოცემის წყაროების ინფორმაციით, ვიზიტის მიზანი იყო აშშ-ს ადმინისტრაციას კიდევ ერთხელ დაედასტურებინა მზაობა სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარების შესახებ - რაც უკრაინას თავის დაცვაში დაეხმარება. 

პირად საუბრებში, წყაროების თქმით, სამხედრო წარმომადგენლობამ ბარნს უთხრა, რომ მათი მიზანი იყო შემოდგომისთვის მნიშვნელოვანი ტერიტორიის დაბრუნება, საარტილერიო და სარაკეტო სისტემების გადატანა რუსეთის მიერ კონტროლირებად ყირიმის საზღვრამდე და აღმოსავლეთით პოზიციების ზრდა.

ბარნსი პატივსაცემი ფიგურაა ზელენსკის ახლო წრეში, რადგან მან 2022 წლის იანვარში გაავრცელა ზუსტი გაფრთხილება, რომ რუსული ძალები 24 თებერვალს შეეცდებიან დაიკავონ უკრაინის ანტონოვის აეროპორტი. მისი გზავნილი ეფუძნებოდა აშშ-ს დაზვერვის შეფასებას და, ასევე, მიიჩნევა, რომ აეროპორტის დაცვაში სწორედ ის დაეხმარა უკრაინას. 

კომენტარები