ლაზარე გრიგორიადისის საქმე

ღარიბაშვილი გრიგორიადისზე: პოლიციის ცოცხლად დაწვა გადაწყვიტა, ვიღაც ბინძურმა

არ მაინტერესებს არც თმის ფერი, არც მისი ორიენტაცია და არც არაფერი. ყველა, ვინც ხელს აღმართავს ჩვენს პოლიციაზე, სახელმწიფო იქნება დაუნდობელი და უკომპრომისო მის მიმართ. არ მაინტერესებს არავის არც თმის ფერი და არც არაფერი. გამოვიდა, პოლიციას პირდაპირ მოლოტოვის კოქტეილი ესროლა და ცოცხლად დაწვა გადაწყვიტა ვიღაც ბინძურმა, არ მაინტერესებს ვინც არის, ამას გეტყვით აღშფოთებით. მე აქ ვიქნები აბსოლუტურად შეუვალი და უკომპრომისო. არავის არ ვაპატიებთ ასეთ რაღაცას. ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ ხელის აღმართვა. ახლა გამოვიდნენ და დაიცვან, რატომ არ იცავენ? რატომ არ გამოყავთ ციხიდან? ვერავინ ვერ გამოიყვანს და ვერავინ აპატიებს ამ მძიმე დანაშაულს. 

ამბობს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე.

კომენტარები