საქართველოს პარლამენტი

პრემიერის მოხსენების პარალელურად პარლამენტის წინ აქციაზე ორი პირი დააკავეს

პლენარულ სხდომაზე პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წლიური ანგარიშის წარდგენის პარალელურად პარლამენტის წინ აქციის მონაწილეებს აკავებენ. სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ ჰყავს ბიჭი რამდენიმე პოლიციელს ხელში აყვანილი, რომელსაც მანქანაში ძალით სვამენ.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს დაკავებულია 2 პირი. ორივე მათგანი ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, ან ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებას გულისხმობს. 

პარლამენტთან აქცია "შეაწუხე ირაყლი" მიმდინარეობს. მოქალაქეები პრემიერმინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილს  შეძახილებითა და ბანერებით დახვდნენ.

 

კომენტარები