ქართული ოცნება

ღარიბაშვილი: მინდა მადლობა გადავუხადო დეგნანს გულმოდგინე და დაუღალავი ძალისხმევისთვის

ყველასთვის ცნობილია, რომ ელჩი დეგნანის მოღვაწეობა საქართველოში თითქმის დასრულებულია და მინდა გამოვიყენო ეს მომენტი და მადლობა გადავუხადო ქალბატონ ელჩს გულმოდგინე და დაუღალავი ძალისხმევისთვის ჩვენს ერებს შორის ორმხრივი პარტნიორობის ხელშეწყობისა და გაღრმავების საქმეში. ქალბატონო ელჩო, მინდა გისურვოთ ყოველივე საუკეთესო და ულევი წარმატება მომავალ საქმიანობაში. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ყოველთვის მოხარული ვიქნებით თქვენი ხილვით  საქართველოში!

კიდევ ერთხელ, ქალბატონო ელჩო და ძვირფასო მეგობრებო, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი მილოცვა ამ ძალიან მნიშვნელოვან დღესასწაულთან დაკავშირებით. მშვიდობა და კეთილდღეობა იყოს დიდი ამერიკელი ერის მეგზური მუდამ! ღმერთმა დალოცოს ამერიკა! ღმერთმა დალოცოს საქართველო!

თქვა სქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკის დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. 20 ივნისს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოში აშშ-ს მოქმედი ელჩის, კელი დეგნანის საქმიანობაზე საუბარზე უარი თქვა, აღნიშნა, რომ ის მალე შეიცვლება და იმედი გამოთქვა, რომ "პოლარიზაცია მომავალშიც არ დაფინანსდება".

კომენტარები