ამ თემაში არ მინდა შესვლა, მათ შორის იმის გამო, რომ ელჩი მალე შეიცვლება. აღარ მინდა საუბარი წარსულზე. ჩემთვის მთავარია, რომ მომავალში აღარ განმეორდეს პოლარიზაციის მხარდაჭერა, პოლარიზაციის დაფინანსება. ჩვენ ამაზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებული და არა იმ ელჩის შეფასებაზე, რომელიც უკვე ტოვებს თანამდებობას. წინ უნდა გავიხედოთ და იმედი დავიტოვოთ, რომ მომავალში არ მოხდება პოლარიზაციის დაფინანსება, წახალისება, შეურაცხმყოფელი განცხადებების წახალისება, ბილწსიტყვაობის წახალისება. დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალში ელჩი სხვანაირად იმოქმედებს. ახალი ელჩის კუთხით ეს იმედი უნდა გვქონდეს.
tbl.ge/6eus
დაკოპირდა

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ხალხის ძალის მიერ გავრცელებული განცხადების შესახებ კითხვის პასუხად, რომლითაც საქართველოში აშშ-ს ელჩი, კელი დეგნანი "ანტიეროვნული და ანტიეკლესიური" ორგანიზაციების დაფინანსებაში დაადანაშაულეს.
ამავე თემაზე
- კირცხალია: ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს
- წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს
- შემაშფოთებელია საქართველოს რუსეთის და ირანის მოკავშირედ წარმოჩენა – პაპუაშვილი ალიანსზე
- კობახიძე: ივანიშვილს ხალხის ნდობით საკუთარი პირადი ინტერესებისათვის არასოდეს უსარგებლია
- ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის როლი ფასდაუდებელია – კობახიძის ბრიფინგი




