მიხეილ სააკაშვილი

სტრასბურგმა მოქალაქეობაზე უკრაინის წინააღმდეგ სააკაშვილის სარჩელი დაუშვებლად ცნო

ადმიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სარჩელი უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ დაუშვებლად ცნო.

სარჩელში მიხეილ სააკაშვილი ამტკიცებდა, რომ 2017 წელს უკრაინის მაშინდელი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს მიერ მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევა და 2018 წელს ქვეყნიდან გაძევება ადამიანის უფლებათა კონვენციის რამდენიმე მუხლის დარღვევით მოხდა.

მიხეილ სააკაშვილის უკრაინის მოქალაქეობა და ოდესის გუბერნატორის თანამდებობა 2019 წელს ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაუბრუნა.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სარჩელი დაუშვებლად ეროვნული სასამართლოს ყველა ინსტანციის ამოწურვის გარეშე სტრასბურგისთვის მიმართვის გამო ცნო. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ 2019 წლის შემდეგ სააკაშვილს მოქალაქეობა დაუბრუნდა და მან ხელშეშლის გარეშე განაახლა პოლიტიკური საქმიანობა.

სააკაშვილმა საქართველო 2012 წელს, ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დატოვა. 2015 წელს უკრაინის მოქალაქეობა მას თავად პეტრო პოროშენკომ მიანიჭა, თუმცა 2016 წელს სააკაშვილის მიერ ხელისუფლების კორუფციაში დადანაშაულებას მთავრობასთან მისი დაპირისპირება მოჰყვა.

კომენტარები