რუსეთი-სომხეთი

პაპუაშვილი: სარკინიგზო მაგისტრალის საკითხი არ განიხილება

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, რუსეთიდან საქართველოს გავლით სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენის საკითხი არ განიხილება და ეს კონსპირაციაა.

"არაფერი ახალი არ არის არც რუსეთის პოზიციაში, რომ მას სურს რკინიგზა და არაფერი ახალი არ არის არც საქართველოს პოზიციაში, რომ ეს საკითხი არ განიხილება. ეს არის მოცემულობა, ყველაფერი დანარჩენი კონსპირაციაა. როგორი კონსპირაციაც, ტყუილიც იყო სააკაშვილის წამების საკითხი, როგორი კონსპირაცია, ტყუილიც იყო სანქციების გვერდის ავლის საკითხი, ასეთივე კონსპირაციებია ეს. ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი პოლიტიკით და ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე". – თქვა პაპუაშვილმა.

29 ივნისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ თქვა, რომ რუსეთი ყველაფერს აკეთებს აფხაზეთის გავლით სომხეთთან სარკინიგზო მაგისტრალის აღსადგენად.

კომენტარები