იდრის ელბა

იდრის ელბა: ჯეიმს ბონდის როლზე უარი რასიზმის გამო ვთქვი

წლების განმავლობაში მედიაში არაერთხელ გაჟღერდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იდრის ელბა ჯეიმს ბონდის როლზე განიხილებოდა. 2023 წლის 15 თებერვალს მსახიობმა საბოლოოდ დაადასტურა რომ ლეგენდარული ჯაშუშის როლს არ შეასრულებს. 28 ივნისს ელბამ პოდკასტ SmartLess-ში საკითხზე უფრო დეტალურად ისაუბრა.

"რომ არ მოგატყუოთ ჩემთვის ეს უდიდესი კომპლიმენტი იყო. სამყაროს სხვადასხვა კუთხეში, რამდენიმეს გამოკლებით, რომელთა შესახებ არ ვილაპარაკებ, ძალიან გაუხარდათ ის ამბავი, რომ ჩემს კანდიდატურას როლზე განიხილავენ. მათ, ვისაც ეს იდეა არ მოეწონათ, ამაზრზენი დისკუსია გამართეს და რასის შესახებ დაიწყეს საუბარი. ყველაფერი ბოდვას დაემსგავსა". – განაცხადა მსახიობმა.

ელბა ერთ-ერთი ყველაზე რეალური კანდიდატი იყო, რომელსაც დენიელ კრეიგი უნდა ჩაენაცვლებინა. მსახიობს მხარს უჭერდა ჯაშუშური ფრენჩაიზის პროდიუსერი ბარბარა ბროკოლიც.

თუ ვინ შეასრულებს ჯეიმს ბონდის როლს ამ დროისთვის უცნობია. ბოლო პერიოდში ტაბლოიდები ბონდის როლს აარონ-ტეილორ ჯონსს უწინასწარმეტყველებენ.

წლის დასაწყისში ელბამ განაცხადა, რომ საკუთარ თავს შავკანიან მსახიობს აღარ უწოდებს.

კომენტარები