იდრის ელბა

იდრის ელბა: თავს შავკანიან მსახიობს აღარ ვუწოდებ

NBC News

იდრის ელბამ გამოცემა Esquire-თან ახალ ინტერვიუში თქვა, რომ საკუთარ თავს შავკანიან მსახიობს აღარ უწოდებს.

"უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, თუ რამდენად ერთნაირები ვართ და არა – განსხვავებულები. ასე თუ მოვიქცევით, პლანეტაზე ყველას გაცილებით უკეთესი ცხოვრება ექნება. ჩვენ შეპყრობილები ვართ რასით და ამ აკვიატებას ნამდვილად შეუძლია შეაჩეროს ადამიანის ზრდა, ადამიანის მისწრაფებები. 

რასიზმი ძალიან რეალურია, მაგრამ ჩემი აზრით იმდენად ძლიერია, რამდენადაც მისცემ საშუალებას, რომ ძლიერი იყოს. საკუთარ თავს შავკანიან მსახიობს აღარ ვუწოდებ, იმიტომ რომ მსგავსი დამოკიდებულება ჩარჩოში მსვამს. უნდა გავიზარდოთ, ჩვენი კანი არის მხოლოდ კანი და არაფერი სხვა". – ამბობს მსახიობი.

იდრის ელბა ბრიტანელი მსახიობია, რომელიც განელი და სიერა ლეონელი ემიგრანტების ოჯახში გაიზარდა. 90-იან წლებში თამაშობდა სერიალებში. პირველი დიდი წარმატება სახლიდან შორს, ამერიკაში, სერიალ The Wire-ში შესრულებულმა რასელ "სტრინგერ" ბელის როლმა მოუტანა. არის ოქროს გლობუსისა და მსახიობთა გილდიის ჯილდოს მფლობელი, ასევე ემისა და BAFTA-ს მრავალგზის ნომინანტი. 2016 წელს მიიღო რაინდის წოდება. 

კომენტარები