იდრის ელბა

იდრის ელბა: სცენების ამოჭრით რასიზმს ვერ დავამარცხებთ

Hollywood Reporter

ინგლისელმა მსახიობმა იდრის ელბამ კინოინდუსტრიაში მიმდინარე ბოლოდროინდელი ტენდენცია - ძველი ფილმებიდან რასისტული სცენების ამოჭრა გააკრიტიკა.

"ამისთვის ჩვენ გვაქვს ასაკობრივი რეიტინგების სისტემა. ვაფრთხილებთ წინასწარ, რომ ეს ფილმი განსაზღვრული ზრდასრული ადამიანისთვისაა. სიმართლის კრიტიკისთვის ჯერ სიმართლე უნდა იცოდე. სცენების ამოჭრით არაფერი იცვლება. ვფიქრობ, მაყურებელმა უნდა იცოდეს რომ მსგავსი პროექტები არსებობდა. ცენზურის არ მწამს, უნდა ვისაუბროთ ყველაფერზე". – ამბობს მსახიობი.

ელბას კომენტარი ძირითადად სტრიმინგსერვისების გადაწყვეტილებას ეხმიანება. კომპანიებმა სერიალებიდან Community, Office, Golden Girls ის ეპიზოდები ამოიღო, რომლებიც, საზოგადოების ნაწილის აზრით, რასისტულია.

 

კომენტარები