რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კრამატორსკზე სარაკეტო იერიშისთვის უკრაინა რუსების სავარაუდო ჯაშუშს გაასამართლებს

ED HABERSHON/BBC

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, კრამატორსკზე მიტანილი სარაკეტო იერიშის საქმეში რუსების სავარაუდო ჯაშუში მონაწილეობდა. მას ღალატის მუხლით გაასამართლებენ.

ზელენსკის თქმით ისინი, ვინც რუსეთს ადამიანის სიცოცხლის განადგურებაში ეხმარებიან "მაქსიმალური სასჯელით" უნდა დაისაჯონ.

27 ივნისს რუსებმა ქალაქ კრამატორსკში მდებარე რესტორანი დაბომბეს. იერიშს 12 ადამიანი, მათ შორის 3 არასრულწლოვანი ემსხვერპლა. მსხვერპლს შორის იყვნენ 14 წლის ტყუპი დები, იულია და ანა აქსენჩენკოები. დაშავდა მინიმუმ 60 ადამიანი, მათ შორის კოლუმბიის მოქალაქეები და ცნობილი უკრაინელი მწერალი.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თქმით, ჯაშუშობისა და სამშობლოს ღალატის ბრალდებებით დაკავებულმა პირმა თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე რესტორნისთვის გადაღებული ვიდეო რუს სამხედროებს გაუგზავნა. კაცს სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

კრამატორსკი აღმოსავლეთ უკრაინის დონეცკის რეგიონში მდებარე უკრაინული ქალაქია, რომელსაც კიევი აკონტროლებს. გასული წლის აპრილში ქალაქის სარკინიგზო სადგურზე განხორციელებულ რუსულ სარაკეტო იერიშს 50-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კომენტარები