რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კრამატორსკზე რუსეთის სარაკეტო იერიშს ტყუპი დების სიცოცხლე ემსხვერპლა

კრამატორსკის ადგილობრივმა წარმომადგენლებმა გუშინ ღამით მომხდარი რუსეთის სარაკეტო იერიშის მსხვერპლთაგან ორი 14 წლის ტყუპები იულია და ანა აქსენჩენკო დაასახელა.

Telgram-ის პოსტში ქალაქის საკრებულომ მიუსამძიმრა გოგონების მშობლებს და აღნიშნა, რომ "რუსულმა რაკეტამ შეაჩერა ორი ანგელოზის გულის ცემა".

ბოლო მონაცემებით, უკრაინის ქალაქ კრამატორსკში რუსეთის სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დაშავდა 56 ადამიანი, მათგან 3 უცხოეთის მოქალაქეა. მაშველებმა გადაარჩინეს 3 ადამიანი.

მაშველები ნანგრევების წმენდვისა და დაშავებულთა ძებნის სამუშაოებს აგრძელებენ.

დონეცკის ოლქში მდებარე კრამატორსკზე იერიში 27 ივნისის ღამეს მიიტანეს.

კომენტარები