რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა დაბომბა კრამატორსკის რკინიგზის სადგური, რომელიც ევაკუაციისთვის გამოიყენება

კრამატორსკის რკინიგზის სადგური

უკრაინული მხარის ინფორმაციით, დონეცკის ოლქში რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ორი რაკეტით დაბომბეს კრამატორსკის რკინიგზის სადგური, რომელიც მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის გამოიყენება.

უკრაინული ცნობების მიხედვით, დაბომბვას ემსხვერპლა მინიმუმ 30 ადამიანი და დაშავებულია 100-ზე მეტი. 

დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურის, პავლო კირილენკოს თქმით, რუსეთმა დასაბომბად გამოიყენა ისკანდერის ტიპის რაკეტა.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, სადგური Точка-У-ს ტიპის რაკეტით დაბომბეს.

კომენტარები