კევინ სპეისი

ნიუ-იორკის სასამართლომ სექსუალური ძალადობის საქმეზე კევინ სპეისი უდანაშაულოდ ცნო

NY Times

ნიუ-იორკის სასამართლომ სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით მსახიობ კებინ სპეისის წინააღმდეგ ენტონი რეპის სარჩელი არ დააკმაყოფილა.  

მსახიობმა კევინ სპეისს 2020 წელს უჩივლა - ის ამტკიცებდა, რომ 14 წლის ასაკში, 1986 წელს, წვეულებაზე სპეისმა მასზე სექსუალურად იძალადა. ის ზარალის ასანაზღაურებლად $40 მილიონს ითხოვდა. კევინ სპეისი ბრალდებას უარყოფდა.    

ენტონი რეპი ამტკიცებდა, რომ კევის სპეისი 26-27 წლის იყო, როდესაც მასზე იძალადა. მისივე სიტყვებით, სპეისმა ის საწოლზე დააწვინა და ზემოდან დააწვა. თუმცა, კევინ სპეისი ამბობს, რომ მსახიობით დაინტერესებული ვერ იქნებოდა, რადგან ის არასრულწლოვანი იყო. 

საქმის 3-კვირიანი განხილვის შემდეგ ნაფიცმა მსაჯულებმა დაასკვნეს, რომ რეპმა სასამართლოს ვერ წარუდგინა მტკიცებულებები, რათა თავისი ბრალდება დაემტკიცებინა.  

"მე არც კი ვიცოდი, როგორ შეიძლება ეს სიმართლე ყოფილიყო". - თქვა სპეისმა. მისივე სიტყვებით, შოკირებული იყო, როდესაც რეპმა მას ბრალი დასდო.  

სპეისის წინააღმდეგ საქმე არის აღძრული ლონდონის სასამართლოშიც - მსახიობი 5 საქმეზე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. საქმეების განხილვა 2023 წლის ივნისში დაიწყება.  

2017 წლის ნოემბერში, ლონდონის თეატრში Old Vic მსახიობის წინააღმდეგ ოცამდე კაცის საჩივარი შევიდა. დაზარალებულთა თქმით სპეისიმ მათზე სექსუალურად იძალადა. ინციდენტები 1995 და 2013 წლებში მოხდა. 

ერთ-ერთი მბრალდებელი Old Vic-ის სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტო კავაზოსია.

ბრალდებების შემდეგ სპეისი სერიალიდან House of Cards დაითხოვეს. ასევე ამოჭრეს დასრულებული ფილმიდან All The Money In The World, მის როლი კრისტოფერ პლამერმა ხელახლა შეასრულა და გაქირავებაში პლამერიანი ვერსია გამოვიდა, პერფორმანსისთვის შეცვლაზე მოსული მსახიობი ოსკარზე იყო ნომინირებული. 

Old Vic-ში გაჟღერებული ბრალდებების შემდეგ სპეისის წინააღმდეგ სარჩელი ამერიკაშიც შეიტანეს. ერთ-ერთი მბრალდებელი მსახიობი ენტონი რეპიც იყო

კომენტარები