ევროპის უსაფრთხოება

მიუნხენის კონფერენციის ანგარიში: უსაფრთხოების საკითხში გერმანია და საფრანგეთი პასიურობენ

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე წარდგენილი ანგარიშის თანახმად, ევროპის მასშტაბით თავდაცვის საკითხებში თანამშრომლობას ხელს უშლის ლიდერების მხრიდან არა მზაობა ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა მაგალითად, გერმანია და საფრანგეთი და მათი ვიწრო სამრეწველო ინტერესები. ანგარიშში ნათქვამია, რომ მსგავსი საკითხების გარშემო გაერთიანება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე. 

"ევროპის თავდაცვის შესაძლებლობების მთავარ ხარვეზად კვლავ პოლიტიკური ხელმძღვანელობა რჩება". - ნათქვამია მოხსენებაში. 

უსაფრთხოების ყოველწლიური კონფერენცია მიუნხენში, როგორც წესი, თებერვლის თვეში იმართება. შეხვედრაში მონაწილეობას იღებენ მსოფლიოს წამყვანი პოლიტიკოსები და ანალიტიკოსები, რომლებიც თავდაცვისა და უსაფრთხოების გლობალურ გამოწვევებს განიხილავენ. 

ანგარიშის თანახმად, გასული წლის თებერვალში უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ ევროპამ დიდი გზა გაიარა, თუმცა მას არსებული მძიმე მდგომარეობის შესაფერის მზადყოფნამდე მისასვლელად ჯერ კიდევ ბევრი უკლია. ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ გერმანია და საფრანგეთი პასიურობენ, მაშინ როცა ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი ქვეყნებს კიევისადმი მხარდაჭერის გაძლიერებისკენ მოუწოდებენ. 

"შოლცის მმართველობისას გერმანიამ აქტიური კრიტიკა დაიმსახურა ევროკავშირის თავდაცვის საკითხებში პასიურობისთვის. ამავდროულად, ჩანს ისე, რომ საფრანგეთი თავის ვიწრო სამრეწველო ინტერესებს ევროპის საერთო ინტერესებზე წინ აყენებს... გერმანიასა და საფრანგეთს ეკისრებათ ნდობის დაბრუნების პასუხისმგებლობა". - ნათქვამია ანგარიშში. 

კომენტარები