რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კულება პრიგოჟინზე: მხოლოდ დროის საკითხი იყო, სანამ პუტინს დაუპირისპირდებოდნენ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას რაიმე კონკრეტული ინფორმაცია ვაგნერის მეთაურის ევგენი პრიგოჟინის აჯანყების მცდელობასთან დაკავშირებით არ ჰქონდა, გარდაუვალი იყო, რომ ვინმე რუსეთის პრეზიდენტს დაუპირისპირდებოდა. ამის შესახებ მან CNN-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.

"ჩვენთვის ყოველთვის აშკარა იყო, რომ მხოლოდ დროის საკითხია, რომ ვინმე რუსეთში პუტინთან დაპირისპირებას გაბედავს. ვინაიდან დავინახეთ, როგორ მცირდება მისი ძალა და ავტორიტეტი და როგორ შედის რუსეთი ძალიან რთულ ტურბულენტობაში. ასე რომ, პრიგოჟინი მხოლოდ პირველია, ვინც გაბედა, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ სხვები მას ამა თუ იმ გზით მიჰყვებიან." - უთხრა კულებამ CNN-ს ინტერვიუში, რომელიც 27 ივნისს კიევში შედგა.

კულება ინტერვიუში პუტინის ბირთვულ შანტაჟსაც შეეხო და თქვა, რომ ეს კრემლის უკანასკნელი არგუმენტია.

"გულწრფელად რომ გითხრათ, მე მჯერა, რომ ბირთვული იარაღის შიში არის ბოლო არგუმენტი, რომელიც პუტინს აქვს თავის წიგნში... მან ამოწურა ყველა სხვა არგუმენტი" - ამბობს კულება.

ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ბირთვული შანტაჟი სხვა არაფერია, თუ არა თაამში, ვინაიდან პუტინს სიცოცხლე ზედმეტად უყვარს.

"დასავლეთი დიდ შეცდომას დაუშვებს, თუ გადაწყვეტს პუტინთან ბირთვული შიშის თამაში ითამაშოს" - ამბობს კულება.


რუსეთში სამხედრო არეულობა 23 ივნისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერელების ბანაკზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა და მათ საპასუხო ნაბიჯებს დაჰპირდა.

იერიშის ბრალდების გარდა, პრიგოჟინი უკრაინაში რუსი სამხედროების დიდ დანაკარგებში თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენშტაბის მეთაურს, ვალერი გერასიმოვს ადანაშაულებდავაგნერის დამფუძნებელი იმუქრებოდა, რომ გაანადგურებდნენ ყველას, ვინც გზაზე გადაუდგებოდა.

კომენტარები