შვედეთი

შვედეთში, გასართობ პარკში ატრაქციონი რელსებიდან გადავიდა, დაიღუპა 1 ადამიანი, დაშავდა - 9

სტოკჰოლმში Grona Lund-ის გასართობ პარკში ატრაქციონი რელსებიდან გადავიდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 9 დაშავდა, მათ შორის ბავშვები. 

"დღეს გლოვის დღეა Grona Lund-ში, ჩვენ გვქონდა ძალიან სერიოზული ავარია Rollercoaster Jetline-ში, სადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და ცხრა ადამიანი დაშავდა. ასეთი რაღაც არ უნდა ხდებოდეს Grona Lund-ში ლუნდში, მაგრამ მაინც მოხდა". - ამბობს პარკის აღმასრულებელი დირექტორი, იან ერიქსონი. 

მომხდარზე გამოძიება დაწყებულია. პოლიციის ინფორმაციით, დაშავებულები საავადმყოფოში მკურნალობენ, სამს მძიმე დაზიანებები აღენიშნება. 

პარკის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, 140 წლის პარკი მინიმუმ 1 კვირით დაიხურება, რათა სამართალდამცველებმა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება შეძლონ. 

კომენტარები