ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი

WSJ: აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ვაგნერის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას გადადებს

ვაგნერის ჯგუფი

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის წინააღმდეგ ახალი სანქციების გამოცხადებას რუსეთში აჯანყებასთან დაკავშირებული ბოლო მოვლენების გამო გადადებს.

გამოცემის თანახმად, ამერიკის შეერთებულ შტატებს არ სურს, კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის კონფლიქტში მხარედ გამოჩნდეს.

"ვაშინგტონს არ სურს ისე გამოიყურებოდეს, რომ თითქოს მხარეს იჭერს". - თქვა ამ საკითხზე ინფორმირებულმა პირმა.

სახელმწიფო დეპარტამენტი აფრიკაში ვაგნერის ოქროს ბიზნესზე ახალი შეზღუდვების გამოცხადებას 27 ივნისს გეგმავდა. 


23 ივნისს პრიგოჟინმა თქვა, რომ ვაგნერის ბანაკებზე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სარაკეტო იერიში მიიტანა და საპასუხო მოქმედებებისთვის ემზადებოდნენ. ამის შემდეგ, მან განაცხადა, რომ საზღვარი გადაკვეთეს და როსტოვში შედიოდნენ. ის ასევე ირწმუნებოდა, რომ თავდაცვის სამინისტრომ თვითმფრინავებით ვაგნერის კოლონებზე დარტყმის ბრძანება გასცეს, რაზეც პილოტებმა უარი თქვეს.

24 ივნისს კი, კერძო ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ საკუთარ ძალებს უკან, საველე ბანაკებში გაიყვანს. გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მან თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება "გეგმის მიხედვით" მიიღეს.

კომენტარები