ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს: დაიცვავით კანონის უზენაესობა

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ ყურადღებით ადევნებს თვალს ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ წარმოებულ ლეგალურ საქმეებს. ამერიკის ხმის ინფორმაციით, ამის შესახებ 27 დეკემბრის განცხადებაშია ნათქვამი.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას სკურპულოზურად და გამჭვირვალედ დაიცვას სამართლიანი პროცესი და კანონის უზენაესობა. ტექსტში ასევე ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ მხარეს გააგრძელონ კონსტრუქციული თანამშრომლობა საერთო მიზნის მისაღწევად, რაც საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების გამყარებასა და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაში მდგომარეობს.

ამ განცხადებას დადებითად აფასებენ საქართველოს საგარეო უწყებაში. დავით ზალკალიანის თქმით, ეს განცხადება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ამერიკა ქვეყანაში მიმდინარე კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული პროცესებით არის დაინტერესებული.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრების თქმით კი, საქართველოს მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეების მიმართ კითხვები არ დარჩეს. 

კომენტარები