ვაგნერ ჯგუფთან დაკავშირებულ ტელეგრამის არხზე დღეს დილით გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს მისი ლიდერი ევგენი პრიგოჟინი, რომელიც ხვდება რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს იუნუს-ბეკ ევკუროვს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ამასთან, BBC-იმ გამოიყენა სახის ბიომეტრიული შედარების ინსტრუმენტები, რათა ევკუროვის ვინაობა მაღალი ხარისხით დაედასტურებინათ.
პრიგოჟინთან შეხვედრას, Telegram-ის პოსტის მიხედვით, ასევე ესწრებოდა რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილე, ვლადიმირ სტეპანოვიჩ ალექსეევი. თუმცა, მისი ვინაობის დადასტურება BBC-იმ სახის ბიომეტრიული შედარების ინსტრუმენტებით ვერ შეძლო.
ამავე ინფორმაციით, შეხვედრა შედგა რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის შტაბ-ბინაში, ქალაქ როსტოვში.
ამასთან, ვიდეოში ჩანს, რომ სამი მამაკაცი ხვდება ეზოს ხეების ქვეშ, მაგრამ როგოც გამოცემა აღნიშნავს. სატელიტური გამოსახულება ვერ იქნა გამოყენებული მდებარეობის დასადასტურებლად.
BBC-ის ცნობით, რელიგიურ ცერემონიაზე ადრე გადაღებული ფოტოები, რომელიც რუსულ სამხედრო ვებგვერდზე გამოქვეყნდა, ადასტურებს, რომ შეხვედრა მართლაც გაიმართა შენობაში.
ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რო, შეხვედრის ზუსტი დროის გადამოწმება ვერ მოხერხდა, მაგრამ იგი, სავარაუდოდ, დღეს, 24 ივნისის დილით გაიმართა.





