როინ მეტრეველი

როინ მეტრეველი "სამგზის დოქტორ" მამა გიორგი ზვიადაძეს დაბადების დღეს ულოცავს

საქართველოს ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, როინ მეტრეველი საქართველოს სასულიერო აკადემიის რექტორს, მამა გიორგი ზვიადაძეს დაბადების დღეს ულოცავს. 

"გულწრფელად გილოცავთ საიუბილეო თარიღს დაბადებიდან სამოც წლისთავს. ქედს ვიხრი ქვეყნის წინაშე თქვენი დიდი ამაგის გამო". - წერს წერილში როინ მეტრეველი. 

2 წლის წინ  საქართველოს საპატრიარქოს შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებული ფაილების მიხედვით, 2019 წლის 30 აგვისტოს პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელს, ანზორ ჩუბინიძეს ეკითხებოდა, შემოუშვებდა თუ არა ქვეყანაში ე.წ. კანონიერ ქურდს, დაახლოებით 10 დღით.

7 ივნისს როინ მეტრეველი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტად აირჩიეს.

როინ მეტრეველი 1960-72 წლებში საბჭოთა კავშირის დროს საქართველოს კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის მდივანი, შემდეგ კი პირველი მდივანი იყო. ის საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის (ცეკა) საორგანიზაციო-პარტიული მუშაობის განყოფილების გამგე და ბიუროს წევრობის კანდიდატიც იყო. 1972 წელს მეტრეველი ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი რედაქტორის მოადგილედ დანიშნეს.

კომენტარები