ნიკა გვარამიას შეწყალება

ხაბეიშვილი გვარამიას შეწყალებაზე: მძიმე ღამე აქვს რუსულ ოცნებას, სრული ისტერიკა აქვთ

მნიშვნელოვანია, რომ ფაქტი დადგა. ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივისთვის - იქნება ეს ნიკას მეგობრები თუ ჩვენი ქვეყნის გულშემატკივრები, იმიტომ, რომ მთავარი ოპოზიციური არხის გენერალური დირექტორი რომ გყავს დატყვევებული, ისე ევროკავშირში არ მიგვიღებენ. 2-ჯერ 2-ია. წინ გვაქვს სერიოზული ბრძოლები და ასევე ცხადია, მნიშვნელოვანია პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლება. ჩვენ ვხედავთ ევროპარლამენტარების რეზოლუციებს, პირდაპირ განცხადებებს ნიკა გვარამიას, მიშა სააკაშვილის თავისუფლებასთან დაკავშირებით. ნიკა გვარამიასთან მიმართებაში უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება იქნა მიღებული და, შესაბამისად, გამარჯვება კიდევ უფრო მოახლოვდა. 

მძიმე ღამე აქვს ქართულ რუსულ ოცნებას, მესმის, ძალიან მძიმე დღეში არიან და მათ სოციაულურ ქსელში გამოხმაურებას რაც ვნახულობ, სრული ისტერიკა აქვთ. ჯერ ადამიანი სრულიად უკანონოდ დააკავეს, ახლა ლანძღავენ პრეზიდენტს, რომელმაც კონკრეტული აქტი გამოსცა. ეს აქტი მიმართულია არა კონკრეტული ერთი ადამიანის თავისუფლებისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. 

ამბობს ფორმულასთან ინტერვიუში ენმ-ს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალებაზე. 

კომენტარები