ნიკა გვარამიას შეწყალება

მელია: ვულოცავ ყველას, ვისაც მიაჩნია, რომ პოლარიზაციის ხარისხი უნდა შემცირებულიყო

მე მქონდა ეს მოლოდინი ბოლო თვეების განმავლობაში, ბევრი მიზეზის გამო. კარგია, რომ ეს მოხდა და მე ვისურვებდი, რომ ამ ქვეყანაში რაც შეიძლება სწრაფად ჩავაბაროთ ყველამ წარსულს პოლიტიკური პატიმრობა, როგორც ფენომენი. რა თქმა უნდა, ამას, პირველ რიგში, სჭირდება ხელისუფლების ცვლილება. ეს პრობლემა როგორც კი მოგვარდება, დარწმუნებული ვარ, მომავალში კითხვის ნიშნები აღარასოდეს აღარ გაჩნდება ამა თუ იმ ადამიანთან მიმართებით გამოყენებული სასჯელი სამართლიანი იყო თუ უსამართლო. სხვაგვარად, ერთი პოლიტპატიმარი ჩანაცვლდება მეორე პოლიტპატიმრით და ასე გაგრძელდება უსასრულობამდე. ახლაც ჩვენს რეალობაში რჩებიან პოლიტიკური პატიმრები, პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილი და არიან კიდევ ბევრი სხვა საზოგადოებრივად თუ პოლიტიკურად აქტიური ადამიანები, რომელთა სახელი და გვარები ფართო საზოგადოებამ არ იცის, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ არიან ციხეში, რომ ისინი აქტიურები იყვნენ პოლიტიკაში. 

მე ვუსურვებ ჩემს თავსაც და მთელ საზოგადოებასაც, რომ ერთხელ და სამუდამოდ, რაც შეიძლება სწრაფად დამოუკიდებელ ქვეყანაში გვქონდეს დამოუკიდებელი სასამართლო და პოლიტიკისგან დაცლილი პროკურატურა. ამ პრობლემის მოგვარებას მოჰყვება ბევრი თანმდევი პრობლემის მოგვარება. მანამდე გვჭირდება გაერთიანება, ოღონდ სწორი ადამიანების, ერთობა არ არის თავისთავადი ღირებულება. ერთობა ჩემთვის ნიშნავს სწორი მიზნის გარშემო ერთობას და არა უბრალოდ ერთობას ერთობისთვის. 

ვულოცავ ყველას, ვისაც მიაჩნია, რომ პოლარიზაციის ხარისხი უნდა შემცირებულიყო და ერთ-ერთი ნაბიჯი ამ მხრივ ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით უნდა გადადგმულიყო. 

ამბობს ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა გვარამია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალებაზე. 

კომენტარები