ნიკა გვარამიას შეწყალება

ბოკუჩავა გვარამიას შეწყალებაზე: ძალიან დროული გადაწყვეტილება იყო

ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, ძალიან დროული, ძალიან სწორი, ძალიან სახელმწიფოებრივი. მოხარული ვარ, რომ საქართველოს პრეზიდენტს აღმოაჩნდა ის პოლიტიკური გამბედაობა, რომელზეც უკვე დიდი ხანია ვსაუბრობდით, რომ მიეღო ეს გადაწყვეტილება, რომელიც მართლაც ძალიან დადებით იმპულსს შეიტანს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში. მაშინ, როდესაც რუსული ოცნება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველომ დაკარგოს ევროპული პერსპექტივა, მაშინ, როდესაც დღეს ბრიუსელში პირდაპირ იყო საუბარი იმაზე, რომ რუსული ოცნება არ ასრულებს იმ 12 რეკომენდაციას, რომელიც მიიღო ჩვენმა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსის მისაღებად, მაშინ, როცა სასამართლო კლანი კვლავ მართავს მართლმსაჯულების სისტემას, ეს მართლაც იყო გარღვევა პრეზიდენტის მხრიდან. ნამდვილად მისასალმებელი და დასაფასებელია. 

ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, თინა ბოკუჩავა ფორმულას ეთერში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ განაჩენიდან 402-ე დღეს ნიკა გვარამიას შეწყალებაზე საუბრისას. 

კომენტარები