საქართველო-რუსეთი

რუსეთის საბაჟოს უფროსის თქმით, მოსკოვმა ზემო ლარსზე დასავლეთის ეკონომიკური ბლოკადა გაარღვია

რუსეთის საბაჟო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, რუსლან დავიდოვმა თქვა, რომ რუსეთმა დასავლეთის ეკონომიკური ბლოკადა გაარღვია. 

"ზემო ლარსზე ევროპული ქვეყნების მიერ დაწესებული ეკონომიკური ბლოკადა ახლა ირღვევა. ჩვენ შეგვიძლია გადავიტანოთ 15 მილიონი ტონა ტვირთი ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნით". - თქვა დავიდოვმა. 

დავიდოვის თქმით, თუკი გასული წლის პირველ ნახევარში ზემო ლარსის საბაჟომ ორივე მიმართულებით 5.6 მილიონი ტონა ტვირთი გაატარა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში სატრანსპორტო ნაკადი 7.8 მილიონ ტონას აჭარბებს.

დავიდოვის ვარაუდით, 2023 წელს ამ საბაჟო პუნქტზე ტვირთის ბრუნვა 15 მილიონ ტონას გადააჭარბებს. "მხოლოდ ზემო ლარსზე ტვირთბრუნვის 20 პროცენტზე მეტი ზრდა გვაქვს". - აღნიშნა მან.

რუსეთის ფედერალური საბაჟოს სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 15 ივნისს სატვირთო ტრანსპორტისთვის დამატებითი კონტროლის ხაზების ამოქმედების შემდეგ, საზღვრის გადაკვეთაზე ყოველდღიურად საშუალოდ დაახლოებით 1.2 ათასი სატვირთო მანქანა გადის, ხოლო რეკონსტრუქციამდე ამ მანქანების რაოდენობა ათასზე ნაკლები იყო. 

კომენტარები