მიხეილ სააკაშვილი

კალაძე სააკაშვილზე: გვარწმუნებდნენ, კვდებაო – სათითაოდ დაეწყონ და ბოდიში მოუხადონ ხალხს

სააკაშვილი პოლიტიკიდან შორს არასდროს არ ყოფილა. ეს იყო უბრალოდ პიარკამპანიის ნაწილი, მაშინ ასე აწყობდა, რომ თითქოს პოლიტიკაში არ ერეოდა. არადა, რეალურად მას ამის უფლება არ აქვს იმიტომ, რომ ის არის უცხო ქვეყნის მოქალაქე. წარმოგიდენიათ? საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა თავად განაცხადა უარი საქართველოს მოქალაქეობაზე. ამაზე დიდი სირცხვილი რა უნდა იყოს? ეს ადამიანი დღეს გამოდის და პრეტენზია აქვს იმაზე, რომ პოლიტიკაში იქნება ჩართული. რეალურად არასდროს არ ყოფილა დაშორებული პოლიტიკიდან. 

ჩვენ მთელი ამ ხნის განმავლობაში ვუყურებდით იმ ბინძურ კამპანიას, რაც ქვეყნის წინააღმდეგ იყო აგორებული და რაშიც მილიონობით თანხები დახარჯეს ამაში მან, მისმა გარემოცვამ, მისმა ოჯახის წევრებმა. ისინი დაკავებული იყვნენ ქვეყნის შეურაცხყოფით, ტალახის სროლით, ჩართული ჰყავდათ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცია, კონკრეტული პოლიტიკოსები. გვარწმუნებდნენ იმაში, რომ ეს ადამიანი კვდებოდა. რამეს ხო არ ვაჭარბებ? ამბობდნენ, რომ სააკაშვილი თითქოს ხელისუფლებამ მოწამლა და ა.შ.  ახლა კეთილი ინებონ, გამობრძანდნენ, სათითაოდ დაეწყოს ყველა და ბოდიში მოუხადონ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას იმ სიბინძურის და სიცრუის გამო, რასაც მთელი ამ ხნის განმავლობაში აკეთებდნენ.

ამბობს თბილისის მერი კახი კალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას. 16 ივნისს ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა დაწერა, რომ ქართულ პოლიტიკაში ჩართვას "ძალიან აქტიურად აპირებს". მანამდე სააკაშვილის ადვოკატები, ოჯახის წევრები და თანაგუნდელები ამბობდნენ, რომ ექსპრეზიდენტი ქართულ პოლიტიკაში ჩართვასა და აქტიურობას აღარ აპირებდა.

კომენტარები