მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: ქართულ პოლიტიკაში ჩართვას ძალიან აქტიურად ვაპირებ

საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, ქართულ პოლიტიკაში ჩართვას აქტიურად აპირებს. სააკაშვილი ენმ-სა და სხვა პროდასავლურ პარტიებს ერთიანობისკენაც მოუწოდებს.

"ბოლო წვეთი იყო იმ მოღალატეების აღლუმი, რომელიც გუშინ აჭარის უზენაეს საბჭოში ვიხილე. საქართველოს ღალატმა და გარუსების მცდელობამ უკვე ყველა დონეზე შეაღწია. ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, ქართულ პოლიტიკაში ჩართვას ძალიან აქტიურად ვაპირებ, უკრაინაში ჩართულობის პარალელურად. უკრაინის გამარჯვებას გულხელდაკრეფილი კი არ უნდა ველოდოთ, არამედ, აქტიურად მოვაახლოვოთ, მათ შორის, ჩვენი ინოვაციური და გაბედული ქმედებებით. ვაპირებ, დღეიდან მონაწილეობა მივიღო ყველა „სასამართლოში“, სადაც ფიზიკურად შევძლებ. ასევე, როგორც ყოველთვის, ყველა ეროვნულ, ანტირუსულ ევროპულ ძალას ერთიანობისკენ მოვუწოდებ, მათ შორის, პირველ რიგში, ჩემს მიერ დაფუძნებულ პარტიას, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას". - წერს სააკაშვილი Facebook-ზე.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები, ოჯახის წევრები და თანაგუნდელები ამბობდნენ, რომ ექსპრეზიდენტი ქართულ პოლიტიკაში ჩართვასა და აქტიურობას აღარ აპირებდა.

კომენტარები