Edison Research-ის კვლევა

Edison Research: 64% ფიქრობს, რომ ოცნება საკმარისს არ აკეთებს EU-ს მოთხოვნების შესასრულებლად

პარლამენტის წინ შეკრებილ დემონსტრანტებს, რომელთაც ევროკავშირის დროშა უჭირავთ, სპეცრაზმი წყლის ჭავლით არბევს. 2023 წლის 7 მარტი.
AFP/ზურაბ ცერცვაძე

მოსახლეობის 64% მიიჩნევს, რომ ქართული ოცნება საკმარისს არ აკეთებს ევროკომისიის მოთხოვნების შესასრულებლად - კვლევა Edison Research-მა ფორმულას დაკვეთით ჩაატარა.

ფორმულას ცნობით, კვლევის ფარგლებში პირისპირი გამოკითხვის მეთოდით ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა).

ცდომილება არის +/- 3%. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 25 მაისი-14 ივნისის პერიოდში.

კომენტარები